საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის დირექტორ პაატა ჩხეიძის და ფასილიტატორ ნანი პავლიაშვილის
მოდული 3 - ის საშინაო
დავალება
პრობლემა/
აქტუალობა
|
გამომწვევი
მიზეზი
|
პრობლემის
სავარაუდო მოგვარების გზები
|
მოსალოდნელი
შედეგი (მოკლევადიანი)
|
საბოლოო
მიზანი/ შედეგი
|
დაბალი
თანამშრომლობითი კულტურა
ყველა მასწავლებელი ვალდებულია იმუშაოს საკუთარ თავზე
და გააკეთოს უფრო მეტი მოსწავლისთვის და სკოლისთვის, ამავე დროს, მან უნდა გაუზიაროს
თავისი ცოდნა, დამოკიდებულებები, ღირებულებები კოლეგებს და ჩამოაყალიბოს ღირებულებათა იერარქია. ადამიანის ფიქრებს, იდეებს, ურთიერთობებს
ესაჭიროება განვითარება. მასწავლებლებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობის თავისი წილი,
რათა განვითარდეს მისი მოსწავლე. კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა დადებითად წაადგება
მოსწავლის წინსვლას. გვესაჭიროება მეტი ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რათა ვიზრუნოთ
საკუთარი თავის და მოსწავლეთა სწავლების სრულყოფისათვის, რითაც მეტი გამოცდილება
მეტი მოსწავლის სრულყოფილებას განაპირობებს.
|
1)ზოგიერთ
მასწავლებელს არ ჰყოფნის ნებისყოფა და მოთმინება მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას
2)ზოგ მასწავლებელს უჭირს უყურადღებო და პასიური ბავშვის
საგაკვეთილო პროცესში ჩართვა
3)ზოგიერთ მასწავლებელს უჭირს გაკვეთილის ან ღონისძიების
ეფექტურად დაგეგმვის, ორგანიზების და მართვის უნარი
4)ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ეფექტურად მართვის
უნარის ნაკლებობა
|
ჩამოყალიბებულ საგნობრივ ჯგუფებს შორის ჩატარდეს მეტი
მუშაობა და გაწეულ იქნას ინტენსიური მონიტორინგი.
1.რჩევისა და დახმარების მიზნით საჭიროა კოლეგებმა ხშირად
ითანამშრომლონ, საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ
2.გარდა საგნობრივი კომპეტენციისა, პედაგოგის პროფესიონალიზმი
განისაზღვრება სხვების მიმართ თანამშრომლობითი ურთიერთობით და კეთილგანწყობილი ქცევით.
ეს გულისხმობს სხვების უფლებების პატივისცემასაც.
3.პროფესიული/საქმიანი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას
და კონფლიქტების გაცნობიერებულ მიდგომას.
4.მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას სასკოლო პერსონალის ღირსება
და პატივი სცეს მას.
პასუხისმგებლობის დელეგირება ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის
კულტურის დამკვიდრებას, სკოლის მასწავლებელთა მოტივაციის ზრდას პროფესიული განვითარებისთვის
5.მასწავლებელი მუდმივად უნდა გეგმავდეს თავის საქმიანობას,რითაც
მას უყალიბდება კომუნიკაციური კომპეტენცია და ვითარდება მიზანმიმართული ქმედების
საფუძველზე.
|
მასწავლებელსა და სკოლის სხვა პერსონალს შორის კეთილგანწყობილი
ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სასწავლო პროცესს. დირექტორი ზედამხედველობას
უწევს სკოლაში მიმდინარე სასწავლო აღმზრდელობით პროცესს, ფლობს შესაბამის ინფორმაციას,
ეს ეხება კონფლიქტებს, სასწავლო გეგმის სირთულეებს თუ ნებისმიერ სხვა წინააღმდეგობებს,
რომლებიც მასწავლებლებს ურთიერთობაში და სამუშაოს შესრულებაში უშლის ხელს. წარმატებული
სასწავლო პროცესი გულისხმობს, რომ სკოლის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია პედაგოგის
პროფესიონალიზმში, კეთილსინდისიერებასა და ერთგულებაში. ეფექტური მუშაობისათვის დადებითი
შედეგის მომტანია აქტიური თანამშრომლობა და აზრთა გაზიარება.პროფესიული ზრდის ერთ-ერთი
წინაპირობაა ცვლილებებისადმი მზაობა.
|
მოსწავლეთა შედეგების ზრდა. დაგეგმილი ღონისძიებები
დადებითად იმოქმედებს მასწავლებლის მიღწევებზე, რაც მოსწავლეთა შედეგებზე დადებითად
აისახება.
|
No comments:
Post a Comment